იტალია

იტალიაში 33 ქართველი დააკავეს

 

იტალიაში  მასშტაბური სპეცოპერაციის  შედეგად ქურდობის ბრალდებით  33 ქართველი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ  ამოღებულია ხუთი კილოგრამი ოქრო და ძვირფასი ნივთები.

იტალიელი სამართალდამცველების განცხადებით, დაკავებული ქართველები ძირითადად ბინებს ძარცვავდნენ. მათივე ინფორმაციით, ქართული დაჯგუფების მიერ ნაძარცვის საერთო ღირებულება ათ  მილიონ ევროს აღემატება.  ჩხრეკისას ნაპოვნია 150 ათასი ევრო და ის ნივთები, რითაც დაჯგუფების წევრები ბინებში შეღწევას  საკეტის დაუზიანებლად ახერხებდნენ.  ოცდაცამეტ ქართველთან ერთად იტალიის ხუთი მოქალაქე  და მოლდოველებიც დააკავეს, რომლებიც  დამნაშავეებს  ნაძარცვის გასაღებაში ეხმარებოდნენ და ძვირფასეულობა სარეალიზაციოდ ევროპის სხვადასხვა ქვეყანში გაჰქონდათ.

იტალიაში საქართველოს ელჩის, კოტე გაბაშვილის განცხადებით, დაკავებული ქართველების სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩატარებულა და ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს. ამ დრომდე უცნობია მოხდება, თუ არა მათი საქართველოში ექსტრადიცია.

 

კომენტარები