იტალია

მელონი: სუროგაციის პრაქტიკა არაჰუმანურია

ჯორჯია მელონი
REUTERS/Guglielmo Mangiapane

იტალიის პრემიერმინისტრის ჯორჯია მელონის თქმით, სუროგაციის პრაქტიკა არაჰუმანურია და ის ბავშვებს "სუპერმარკეტის პროდუქტებად" აქცევს. ჯორჯია მელონი მოუწოდებს იტალიის პარლამენტს მიიღოს კანონი, რომელიც იტალიაში დამნაშავედ აქცევს მათ, ვინც სუროგაციის სერვისით უცხოეთში სარგებლობს

"ვერავინ დამარწმუნებს, რომ სხვისი საშვილოსნოს ქირაობა თავისუფლების აქტია" - თქვა ჯორჯია მელონიმ. 

იტალიაში სუროგაცია 2004 წლიდან აკრძალულია და ის თავისუფლების აღკვეთით და ჯარიმით ისჯება. ამის მიუხედავად, მელონის მთავრობამ პირობა დადო, რომ გაამკაცრებდნენ კანონმდებლობას იმ მოქალაქეების მიმართაც, რომლებიც სუროგაციით მშობლები ხდებიან იმ ქვეყნებში, სადაც ის ლეგალურია. კანონი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ უკვე მიიღო.

კომენტარები