საქართველოს პოლიცია

პრეზიდენტმა ვანო მერაბიშვილი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი სახელმწიფო საქმიანობაში გაწეული წვლილისთვის წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტმა  მინისტრს ჯილდო გორში გამართულ პოლიციის აღლუმზე გადასცა და მადლობა გადაუხადა ქართული პოლიციის დღევანდელი სახით ჩამოყალიბებისათვის.

"მას კიდევ დიდი გზა აქვს წინ და არ მინდა ზედმეტი ქება შევასხა. ბევრი გამოცდაა წინ და თითოეულმა ჩვენგანმა კიდევ უნდა დაამტკიცოს, რომ მართლაც ღირსია, იმსახურებდეს საზოგადოების პატივისცემას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვუთხრათ ადამიანს მადლობა უკვე გაწეულ, ძალიან დიდ საზოგადოებრივ-სახელმწიფო საქმიანობისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გორში აღლუმი პოლიციის დღესთან დაკავშირებით გაიმართა, რომელიც საქართველოში 2010 წლიდან, 6 მაისს აღინიშნება.

 

კომენტარები