აშშ-ირანი

მით რომნი ირანზე თავდასხმისთვის მზადაა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი მით რომნი პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემთხვევაში მზადაა, ირანის წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს, რათა მის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა არ დაუშვას.

"იმ შემთხვევაში, თუ გავხდები პრეზიდენტი, ირანს არავითარი ეჭვი არ ექნება ჩემს მზადყოფნაში, აუცილებლობის შემთხვევაში, განვახორციელო სამხედრო მოქმედებები, რათა არ დავუშვა მათ მიერ მსოფლიოს ბირთვულ საფრთხედ გადაქცევა", - განაცხადა რომნიმ CBS-სთან საუბარში.

საპრეზიდენტო არჩევნები ბარაკ ობამას მეტოქე დარწმუნებულია, რომ საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ოპერაციის დასაწყებად მას არ დასჭირდება კონგრესისთვის მიმართვა.

ცოტა ხნის წინ ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა The Washington Post-თან საუბარში განაცხადა, რომ ირანი ცდილობს საერთაშორისო საზოგადოება, რომელსაც ჯერაც ვერ გაურკვევია, რისკენ არის თეირანის ბირთვული პროგრამა მიმართული, ორად გაყოს.

კომენტარები