ნაციონალური მოძრაობა
24 ივნისი
საქართველოს პრეზიდენტი გურიას ესტუმრა და კურორტ ბახმაროს განვითარების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ბახმაროს, როგორც კურორტის მნიშვნელობასა და მის პოტენციალზე და აღნიშნა, რომ მალე ახალი სამედიცინო ცენტრი აშენდება. ამავე პროექტის თანახმად, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, გათვალისწინებულია ბახმაროს ცენტრში 15 ადგილიანი თანამედროვე სტანდარტების ტიპის სასტუმროს მშენებლობა
წყარო: http://www.youtube.com/watch?v=3wlTvhpnS7g&list=UU5s8uAm1UgUetX3exGGDZCw&index=1&feature=plcp
22 ივნისი
საქართველოს პრეზიდენტი ვანში პედაგოგ იულია გოგორიშვილის ოჯახს ეწვია.
ქვეყნის პირველმა პირმა საპრეზიდენტო პროგრამის „გაზი ყველა სოფელს“ ფარგლებში აშენებული გაზსადენი გახსნა და პირველი ჩირაღდანიც, სიმბოლურად, თავად აანთო.
წყარო: http://www.youtube.com/watch?v=VIP5rkEEsXk
მმართველი პარტია დათანხმდა must carry პრინციპის დანერგვას, რომლის მიხედვითაც შეიქმნება საკანონმდებლო გარანტიები, რომლებიც საშუალებას მისცემს ყველა სატელევიზიო არხს ჰქონდეს წვდომა საკაბელო სიხშირეზე.
წყარო: http://www.civil.ge/eng/article.php?id=24911
21 ივნისი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კანდელაკი „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" დასამონტაჟებელი ანტენების დაყადაღების შესახებ განაცხადა, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა ყველა ქვეყანაში დანაშაულია და კანონით ისჯება. „ამ შემთხვევაშიც საქმე ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობასთან გვაქვს. მათ შორის, ანტენების გადაცემა, რომელიც 2 თეთრი ნამდვილად არ ღირს, ამომრჩევლის მოსყიდვად კვალიფიცირდება. საარჩევნო კამპანია არა ფულის, არამედ იდეების ჭიდილი უნდა იყოს. ნებისმიერ ქვეყანაში თუ ვინმე მაცივრებით და სარეცხი მანქანებით ამომრჩეველთა მოსყიდვას შეეცდება, დაისჯება,“ – ამბობს გიორგი კანდელაკი.
წყარო: http://news.ge/ge/news/story/19726-qveyanashi-vitareba-ar-daidzabeba
საქართველოს პრეზიდენტმა ხაშურის რაიონის სოფელ ზემო ოსიაურში ახლადაშენებული გაზსადენი გახსნა. პრეზიდენტმა სოფლის მცხოვრებლებს ბუნებრივი გაზის სახლამდე მიყვანის სამუშაოების საფასურის გადახდის ახალი სქემა შესთავაზა და აღნიშნა, რომ ამიერიდან, თითოეულ ოჯახს ამ გადასახადის გადახდა განვადებით შეეძლება. პრეზიდენტის თქმით, მოსახლეობას თვეში მხოლოდ 25-30 ლარის გადახდა მოუწევს.
წყარო: http://tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=10020&Itemid=1
20 ივნისი
საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ახალ ოფისს ესტუმრა, რომელიც ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობს. მიხეილ სააკაშვილმა თბილისის ახალი "ქოლცენტრი 112" დაათვალიერა და იქ დასაქმებულებს გაესაუბრა.
წყარო: http://www.youtube.com/watch?v=fmaU7jtK7mA
საპარლამენტო უმრავლესობაში კოალიცია "ქართული ოცნებისა" და "სახალხო კრების" შესაძლო თანამშრომლობა არ გაკვირვებიათ. როგორც უმრავლესობის წევრმა, გოკა გაბაშვილმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის და ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ხედვები ერთმანეთს ჰგავს და ერთნაირი პოლიტიკური გემოვნება და ინტერესი აქვთ.
დავით საყვარელიძე კრწანისში მცოხვრებ ახალგაზრდებს შეხვდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა იმ პროექტების პრეზენტაცია გამართა, რომლებიც კრწანისის რაიონის მომავალი თაობის განვითარებას ეხება.
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, პირველი იანვრიდან 19 ივნისამდე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მილიონ 768 494 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო. ამ პერიოდში თანხა 75 პირმა გაიღო.
წყარო: კონტროლის პალატა
19 ივნისი
მანანა მანჯგალაძემ მთავრობის მთავარ პრიორიტეტად სოფლის მეურნეობა დაასახელა, ამის შეახებ მან განცხადებაც გააკეთა, მისი თქმით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სოფლის მეურნეობის ცენტრთან ერთად წელს მთავრი პრიორიტეტი ფერმერთა ცენტრებიცაა.
სექტემბრიდან საპენსიო პაკეტი 140 ლარამდე იზრდება, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრეს სპიკერმა განაცხადა, მანანა მანჯგალაძის თქმით ჯანდაცვის სამინისტრო პენსიონერებს პოლისების დეტალურ ინფორმაციას მიაღწევს
ეკონიმიკის მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი ვაკის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება , - აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა დაადასტურა.
წყარო: ინტერპრესნიუსი
მმართველი გუნდის წევრი, პავლე კუბლაშვილი ოპონენტებს მოუწოდებს – მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე, ტყუილებს ნუ ილაპარაკებენ. კუბლაშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელისო ჩაფიძემ და ოპოზიციონერმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ ტყიბულის მოსახლეობას განუცხადეს, რომ ქალაქში ბეტონის გზები თითქოს იაპონიის მთავრობამ დააგო.
წყარო: http://internet.ge/?l=GE&m=2&sm=0&ID=5508
ქართული ოცნება
24 ივნისი
კოალიცია ქართულმა ოცნებამ კარდაკარის კამპანიას დაიწყო. კარდაკარი ერთდროულად 63 ოლქში დაიწყება და მთელ საქართველოს მოიცავს. პროცესში კოალიციის 10 000-მდე აქტივისტი ჩერთვება. ისინი შემოსილნი იქნებიან კოალიცია ქართული ოცნების ლოგოთი გამოსახული მაისურებით. კარდაკარი 2 კვირის განმავლობაში ჩატარდება და აქტივისტები გამოკითხვას დილის 10:00საათიდან საღამოს 22:00 საათამდე ჩაატარებენ.
22 ივნისი
"მილანში პრეზიდენტის ვაჭრობა" ფოტოებზე კახი კალაძის ორგანიზებით აისახა, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა."პრეზიდენტი მილანში სავაჭროდ რომ ჩავიდა იმ დროს, როდესაც საქართველოში ტრაგედია მოხდა, იმ ფოტოების ორგანიზება კახის გაკეთებული იყო", - განაცხადა ივანიშვილმა.რამდენიმე კვირის წინ, ორთაჭალაში 5 ადამიანის ტრაგიკულად დაღუპვიდან ერთი დღის შემდეგ, მილანის ცენტრში, მონტე ნაპოლიზე მიხეილ სააკაშვილმა "იშოპინგა".მილანის მაღაზიებში საქართველოს პრეზიდენტის "შოპინგის" ამსახველი ფოტომასალა გაზეთმა "ალიამ" გაავრცელა.
ბიძინა ივანიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა და მას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასი, ჩეხეთის ელჩი ივან იესტრჟაბი, ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი, დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯუდიტ გოფი, NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წყარო: http://www.youtube.com/watch?v=FUeRK0i5YL0&feature=youtu.be
ბოლნისის რაიონში კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისი გაიხსნა. ოფისი კოალიციის ლიდერებმა ზვიად ძიძიგურმა და სოზარ სუბარმა გახსნეს. პრეზენტაციაზე ლიდერებმა ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატი დარეჯან ხვისტანი წარადგინეს.
წყარო: http://www.youtube.com/watch?v=bMGJmH_RB0w
21 ივნისი
"საკუთარი მაუწყებლობის დაფარვის ზონის გაზრდის მიზნით, "მეცხრე არხი" სატელიტური თეფშების მონტაჟს თვითონ დაიწყებს". - განცხადებას "მეცხრე არხის" დირექტორი, კახა ბექაური, Facebook გვერდზე ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ „გლობალ ტვ“-ის ოფისები დღეს, მასობრივად, მთელი საქართველოს მასშტაბით დალუქეს. შსს-ს განცხადებით, პოლიცია სასამართლო გადაწყვეტილებას ასრულებს, რომლის მიხედვითაც უნდა დაყადაღდეს „გლობალ ტვ“-ის ქონება.
წყარო: http://tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=10027&Itemid=1
ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“ სპეციალურ საბანკო ანგარიშსა და რეკვიზიტებს აქვეყნებს იმ მხარდამჭერებისთვის, ვისაც სურვილი აქვს დააფინანსოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს კოალიციის წინასაარჩევნო კამპანიაში იმ ვითარებაში, როცა „ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად შეზღუდოს“ პოლიტიკაში ივანიშვილის მონაწილეობა.
წყარო: http://civil.ge/geo/article.php?id=25616
კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთიო ლიდერი ზვიად ძიძიგური წალკის რაიონის სოფელ ლივედის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა წყლის და უგზოობის პრობლემაზე ისაუბრეს, რომელიც სოფელს წლების განმავლობაში აქვს.
წყარო: http://www.youtube.com/watch?v=lLsXg82SToQ&feature=youtu.be
“ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციამ მედიის მხარდამჭერი სიგნალების აქცია "ჩემი უფლებაა, ვიცოდე" გამართეს.
20 ივნისი
კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისია საქართველოს ხელისუფლებასთან, დაახლოებით, 2-3 კვირაში კომუნიკაციას დაიწყებს. მისივე თქმით, საქმე ეხება 20 ივნისს "ქართული ოცნებისა”' და საერთაშორისო ადვოკატების დახმარებით გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიაში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შეტანილ საჩივარს.
წყარო: http://www.youtube.com/watch?v=3HuU3oMwCec&feature=youtu.be
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საკუთარ სახლში „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრებს: ნონა გაფრინდაშვილს, სოსო ჯაჭვლიანს, გია ბურჯანაძეს და ლუკა კურტანიძეს ხვდება. მხარეები სავარაუდოდ ივანიშვილის შეთავაზებაზე მსჯელობენ, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებას გულისხმობს.
წყარო: http://internet.ge/?l=GE&m=1&sm=0&ID=5604
კოალიცია ქართული ოცნება ლაშა კურტანიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გვინდა ხელისუფლების საყურადღებოდ აღვნიშნოთ, რომ კოალიცია არ საჭიროებს რაიმე ჩანაწერებს. ჩვენთვის ისედაც კარგად არის ცნობილი რა განწყობა სუფევს საჯარო სამსახურში, მათ შორის პოლიციაში.
ირაკლი ალასანია სენაკში ომის ვეტერანებს შეხვდა. შეხვედრაზე კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა იმ სამომავლო გეგმებსა და ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებსაც კოალიცია ვეტერანებთან მიმართებაში ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში განახორციელებს.
18 ივნისი
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაჯარიმებული აქტივისტების დასახმარებლად გირაოს თანხა შეაგროვეს.
დემოკრატიული მოძრაობა, ქართული დასი, თავისუფალი საქართველო
23 ივნისი
"ქართული დასი", "თავისუფალი საქართველო" და "დემოკრატიული მოძრაობა" სახალხო კრებასთან ერთად ოპოზიციური პოლიტიკური ძალების და საზოგადოების კონსოლიდაციის ინიციატივით გამოდიან. პარტიების ლიდერებმა დღეს ბათუმში იუნკერების მემორიალთან ბრიფინგი გამართეს და გაერთიანების შესახებ თავიანთი ინიციატივა გააჟღერეს. მათი განცხადებით, ახალი გაერთიანების უმთავრესი მიზანი იქნება დაუპირისპირდეს ანტიქართულ ძალებს, რომლებიც, მათივე თქმით, ქვეყნაში აქტიურად მოქმედებენ. დღევანდელ ბრიფინგზევე დააანონსდა დაგეგმილი საპროტესტო აქციაც, რომელიც ბათუმში გაიმართება.
პარტია "თავისუფალი საქართველოს" საარჩევნო შტაბი დღეს ქობულეთში გაიხსნა. პარტიის ლიდერმა საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა და პრიორიტეტად რუსულ ბაზარზე ქართული ციტრუსისა და ჩაის ექსპორტი დაასახელა.
21 ივნისი
"დემოკრატიული მოძრაობა" პარტიის ქვემო ქართლის ხელმძღვანელის თორნიკე არევაძის დაკავებას აპროტესტებს. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე "დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა ბესიკ ტაბატაძემ და ადვოკატმა ნონა ფილაურმა სამართალდამცეველები ტენდენციურობასა და ცრუ ბრალდებაში დაადანაშაულეს.
"ქართული დასი" ივანიშვილების ოჯახს სოლიდარობას უცხადებს და პოლიტიკურ სპექტრს, დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ბიძინა ივანიშვილი აშკარა პოლიტიკური ანგარიშსწორების ობიექტი გახდა
საპარლამენტო არჩევნებისთვის "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ოპოზიციურ პარტიებს მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების წარდგენის ინიციატივით მიმართავს. კუკავა კანდიდატების გამოვლენის საუკეთესო გზად პრაიმერს მიიჩნევს.
http://www.apsny.ge/2012/pol/1340239681.php
კახა კუკავამ ბათუმს საკუთარი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი წარუდგინა. რამინ პაპიძე პროფესიით იურისტია. მან საქმიანობა 10 წლის წინ დაასრულა და პოლიტიკაში მოღვაწეობს. ბრიფინგზე "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა ოპოზიციური ძალების გაერთიანებაზეც ისაუბრა
20 ივნისი
"სახალხო კრებამ" მაჟორიტარ კანდიდატთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებასთან" კოორდინირებული მოქმედებისთვის მზად არის. თუმცა განმარტავს, რომ ეს აღმასრულებელი საბჭოს რომელიმე წევრების სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებსა თუ პოლიტიკურ პარტიებში გადასვლას არ გულისხმობს. ამის შესახებ კრების განცხადებაშია ნათქვამი.
ახალი მემარჯვენეები
23 ივნისი
ახალი მემარჯვენეები ბათუმის საკრებულოს და ადგილობრივ მთავრობას მოუწოდებენ სათანადო ყურადღება მიექცეს მწვანე კონცხს, რომელიც ცოტა ხნის წინ ბათუმს შეუერთდა. პარტიის წევრთა განცხადებით, კონცხზე დანგრეულია სანატორიუმები, ასევე ბალნეოლოგიური ცენტრი
წყარო: იმედი, ქრონიკა
ახალი მემარჯვენეების" ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენლები ქალაქის მერიისგან მწვანე კონცხზე მდებარე მეოთხე სამმართველოს დასასვენებელი სახლის ტერიტორიიდან ნანგრევების გატანას მოითხოვენ. მათი განცხადებით, ნანგრევები საფრთხეს უქმნის იქვე მდებარე კორპუსის მცხოვრებლებს, განსაკუთრებით ბავშვებს, რომლებიც, შესაძლოა, აღნიშნულ ნანგრევებში ჩავარდნენ და დაზიანდნენ. გარდა ამისა, მოსახლეობა შიშობს, რომ შექმნილი ანტისანიტარია ქვეწარმავლების.
22 ივნისი
"ახალი მემარჯვენეების" აჭარის ორგანიზაცია სხალთის ხეობაში სამშობიარო სახლის სრულად ამოქმედებას მოითხოვს. რეგიონული ორგანიზაციის ლიდერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სხალთის სამშობიარო სახლში არ ფუნქციონირებს სამშობიარო ბლოკი, რის გამოც პაციენტებს სხვადასხვა რაიონში უხდებათ გადანაწილება.
წყარო: აჭარის ტელევიზია
21 ივნისი
„ახალი მემარჯვენეები“ თელავის რაიონში გაზიფიცირების პრობლემის მოგვარებას მოითხოვენ. რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკა ვარდოშვილის განცხადებით, სოფლების 85 პროცენტი ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. ამის მიზეზი კი მაღალი გადასახადია.
წყარო: პირველი არხი, მოამბე
18 ივნისი
ახალი მემარჯვენეები ქუთაისი მიწების დაკანონების პროცესის შეფერხებას აპროტესტებენ. პარტია ხელისუფლებას პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებს. მოსახლეობა მიწების დაკანონებაზე უარის თქმის მიზეზად ავტობანის და პარლამენტის მშენებლობას ასახელებს
წყარო: მაესტრო
"ახალი მემარჯვენეები" გურჯაანში, კაჭრეთთან, სასტუმრო "ამბასადორის" მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ნიშნების დაყენებას ითხოვენ
"ახალი მემარჯვენეების" სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ბადრი ხვიჩიას განცხადებით, “სამტრედიაში ამერიკული "თეთრი პეპლის" და "ოქროკუდას" წინააღმდეგ ბრძოლა ბიუროკრატიული პრობლემების გამო გვიანდება”. მისივე თქმით, მავნებლების გამო შეწუხებულმა მოსახლეობამ დახმარებისთვის "ახალი მემარჯვენეების" რაიონულ ორგანიზაციას მიმართა.
წყარო: http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=8947
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
23 ივნისი
ქრისტიან–დემოკრატები ამომრჩევლებს სამეგრელოში ხვდებიან. პარტიის ლიდერები სენაკში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების დასახლებაში იმყოფებოდნენ. უმცირესობის წარმომადგენლები ადგილობრივების პრობლემებს გაეცვნენ, რომელთა შორის ამ ეტაპზე წყალგაყვანილობის, გაზიფიცირების, ანტისანიტარიის და დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართის საკითხები აწუხებთ
წყარო: რუსთავი 2, კურიერი
21 ივნისი
"ქრისტიან–დემოკრატიული პარტია" თბილისის მერიას ინდივიდუალური ბინათმშენებლობით დაზარალებულების პრობლემით დაინტერესებას სთხოვს. ბინათმშენებლობათა ამხანაგობების წევრებს ზღვის უბნის ტერიტორიაზე არსებული მიწევის დაკანონება სურთ. მათი თქმით, აღმასრულებელმა კომისიამ 1990 წელს მათ ტერიტორიები დაუკანონა, თუმცა საჯარო რეესტში ნაკვეთების სასაზღვრო გეგმის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ, რაც ნაწილს არ გააჩნია.
19 ივნისი
„ქრისტიან–დემოკრატი“ ზაზა გაბუნია მზადაა, ითანამშრომლოს სოციალური საცხოვრისის კომისიასთან. ამ საცხოვრისს თბილისის მერია შვეიცარიულ მხარესთან ერთად აშენებს. მასში თავშესაფარს ყველა უსახლკარო მიიღებს. 7 ივნისს დედაქალაქის მერიამ ოფიციალურად შესთავაზა ზაზა გაბუნიას, როგორც ოპოზიიცის წარმომადგენელს, ჩაერთოს კომისიის მუშაობაში, რომელიც გადაწყვეტს, ვინ შეძლებს ცხოვრებას ახალ კომპლექსში.
წყარო: იმედი, ქრონიკა
ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერი გიორგი თარგამაძე პრეზიდენტს მკაცრად აკრიტიკებს და მიხეილ სააკაშვილს საკუთარი თავის „ოპოზიციონერობანას“ თამაშში სდებს ბრალს.
წყარო: http://internet.ge/?l=GE&m=2&sm=0&ID=5498
20 ივნისი
"ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველი ნომერი გიორგი თარგამაძე იქნება. ამის შესახებ "ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის" ერთ–ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას პირველ ივლისამდე მიიღებენ. ლევან ვეფხვაძემ თავი შეიკავა პასუხისგან იქნებიან თუ არა ინგა გრიგოლია, ჯაბა სამუშია და ზაზა გაბუნია მაჟორიტარობის კანდიდატები.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
23 ივნისი
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ახალგაზრდულმა ფრთამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს აქცია სახელწოდებით "ცოდნა ძალაა" გამართა
http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=9387
22 ივნისი
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელები ელიას დასახლებაში სოციალურად დაუცველი 30 წლის მაია ბათურიშვილის ოჯახს ესტუმრნენ. ქალთა ორგანიზაციის ლიდერმა ეკა შინდაგორიძემ ბათურაშვილს დიასახლისებისთვის სოციალური სტატუსის მინიჭების ინიციატივის შესახებ ესაუბრა.
21 ივნისი
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" საბანკო სფეროში არსებული საკრედიტო დავალიანების პრობლემაზე საუბრობს.როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, "ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას" არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ცივილური საკრედიტო ბაზარი გულისხმობს არა მარტო კომერციული ბანკების ფინანსურ სტაბილურობას და მხოლოდ მათი ინტერესების გათვალისწინებას, არამედ ბანკებთან ურთიერთობაში ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვის გარანტიას.
წყარო: http://pirveli.com.ge/?menuid=8&id=9323
2012 წლის პირველი იანვრიდან 19 ივნისამდე "ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ" 12 660 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო. პარტიას მხოლოდ ორი შემომწირველი ჰყავს – გიორგი გოგნიაშვილი და ზურაბ ღონღაძე.
წყარო: კონტროლის პალატა
20 ივნისი
"ეროვულ-დემოკრატიული პარტიის" ქვემო ქართლის ორგანიზაციამ რეგიონში არსებულ პრობლემებზე სპეციალური ბრიფინგი გამართა. გოჩა ცეკვაშვილის თქმით, "ედპ"-მ საქართველოს მასშტაბიტ და კონკრეტულად ქვემო ქართლში კარდაკარის კამპანია განახორციელა.
წყარო: იმედი, ქრონიკა
19 ივნისი
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია "მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთების რეგისტრაციისათვის დაწესებული სახელმწიფო გადასახედებისაგან გათავისუფლებას ითხოვს”.ამის შესახებ დღეს ოზურგეთში "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ედპ-ის გურიის ბიუროს ხელმძღვანელმა მერაბ ჩხაიძემ განაცხადა
წყარო: http://pirveli.com.ge/?menuid=8&id=9030
სხვა
24 ივნისი
საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებლის კახა ბენდუქიძის შეფასებით, კოალიცია ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპირებული პენსიის გაზრდა სუფთა წყლის პოპულიზმია. ამის შესახებ კახა ბენდუქიძემ Коммерсантъ Власть - თან ინტერვიუში განაცხადა.
წყარო: http://www.kommersant.ru/doc/1961035
კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური პოლიტიკურ პარტიებისადმი ფიზიკური პირების მიერ გაკეთებული შემოწირულობების შესწავლას იწყებს. როგორც კონტროლის პალატის განცხადებაშია აღნიშნული, პირველ ეტაპზე უწყება 32 ფინანსური ოპერაციის კანონიერებას გამოიკვლევს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ უკრაინულ გამოცემა Зеркало недели-სთან ინტერვიუში განაცხადა, უ ფინანსისტისა და ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის ”ქართული ოცნება” ქარტული პროექტია, ეს ჩვენთვის კარგი იქნება. თუ ”ქართული ოცნება” მოსკოვური ფესვებისაა, ეს არჩევნების შემდგომი პროექტია, მაშინ გართულებები იქნება. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოში არჩევნები სამაგალითოდ ჩაივლის
წყარო: http://www.tabula.ge/article-23227.html
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩირიკბამ იტალიაში პირადი ვიზიტით ყოფნისას განაცხადა ”ჩვენ უფრო პრაგმატული მხარე გვჭირდება, მაგალითად ალასანია, ან ახლახანს პოლიტიკაში მოსული ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი ბიზნესმენია და შესაძლოა საკმარისად პრაგმატული იყოს იმის მისახვედრად, თუ რა არის ხელსაყრელი გადაწყვეტილება ყველასთვის
წყარო: http://www.tabula.ge/article-23226.html
23 ივნისი
Reuters-ი გლობალ კონტაქტ კონსალტინგის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე სტატიას აქვეყნებს
წყარო: http://www.tabula.ge/article-23214.html
22 ივნისი
კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებას, რომლის თანახმად, ყველა საკაბელო კომპანია ვალდებული იქნება წინასაარჩევნო პერიოდში ყველა ტელეარხი საკუთარ პაკეტში ჩასვას.
წყარო: http://www.civil.ge/eng/article.php?id=24913
როდესაც საკითხი მედიასაშუალებას და ინფორმაციის გავრცელებას ეხება, ხელისუფლებამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. აღნიშნული განცხადება სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა კომპანია გლობალ TV - ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას გააკეთა.
წყარო: http://www.tabula.ge/article-23196.html
Le Figaro: ივანიშვილს საქართველოს ნატოსგან ჩამოშორება და რუსეთთან დაახლოება სურს. გამოცემა წერს, რომ „გაზპრომის“ მძლავრი აქციონერი მილიონებს ხარჯავს და ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ 2013 წლის არჩევნებში პრეზიდენტის პოსტი დაიკავოს.
წყარო: http://www.tabula.ge/article-23190.html
21 ივნისი
არჩევნების დღეს რამდენიმე სიახლეა დაგეგმილი. საარჩევნო უბნებზე გაუქმდება ვიდეო თვალი, ერთი დღით იზრდება გასაჩივრების ვადა და აგიტაციის უფლება ენიჭებათ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მათ შორის გუბერნატორებსაც. ცვლილებების მიხედვით აგიტაცია დასაშვებია კენჭისყრის დღესაც, საარჩევნო უბნებზე აკრძალულია საარჩევნო მოწოდებები და მედია აგიტაცია
წყარო: პირველი არხი
თბილისის საქალაქო სასამართლო შპს გლობალ კონტაქტ კონსალტინგთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადება განმარტავს დღეს გლობალ tv-სთან დაკავშირებულ განჩინებაზე მოსამართლის ხელმოწერისა და ბეჭედის არარსებობას.
წყარო: http://www.tabula.ge/article-23177.html
კონტროლის პალატამ პარტიების მიერ მიღებულ შემოწირულობებზე ინფორმაცია გამოაქვეყნა
წყარო: http://www.tabula.ge/article-23151.html
20 ივნისი
უწყებათაშორისმა კომისიამ რუსთავის მერის მიერ სოციალურად დაუცველი 420 ოჯახისთვის კარტოფილის უსასყიდლოდ გადაცემის ფაქტი შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ პროდუქტი საბიუჯეტო დავალიანების გამო ერთ-ერთ კომპანიას ჩამოერთვა, რის შემდეგაც ის ფინანსთა სამინისტრომ რუსთავის მერიას გადასცა. პაპუნა პეტრიაშვილი: "კომისიამ შეისწავლა 18 ივნისს ქალაქ რუსთავის მერიის მიერ ქალაქის გარეუბენბსა და სოფელ სამგორში სოციალურად დაუცველი მოსახლეობიუსათვის, კერძოდ 420 ოჯახისთვის, უსასყიდლოდ გადაცემული კარტოფილთან დაკავშირებული ფაქტი.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღი, სავარაუდოდ, აგვისტოში გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა დღეს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საარჩევნო საკითხებზე მომუშავე მედიაჯგუფის რიგით მეორე შეხვედრაზე განაცხადა.ცესკოს თავმჯდომარის თქმით, საარჩევნო კოდექსი არეგულირებს ამ საკითხს და როგორც კოდექსით არის განსაზღვრული, საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების თარიღი არჩევნების გამართვამდე არა უგვიანეს 60 დღით ადრე უნდა გამოაცხადოს
წყარო: http://www.onlinenews.ge/index.php?id=24629&lang=geo