არტ-გენი

ფესტივალი არტ-გენი 2012 ხვალ ილიას ტბაზე გაიხსნება

ფესტივალი "არტ-გენი 2012" ხვალ კახეთში, ილიას ტბაზე გაიხსნება. რეგიონული ტური საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქს - ზუგდიდს, წყალტუბოს, ჩოხატაურსა და ფოთს მოიცავს.

21 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით "არტ-გენის" შემაჯამებელი 9-დღიანი დასკვნითი ნაწილი ტრადიციულად თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ღია ცის ქვეშ გაიმართება.

წლევანდელი ფესტივალის თემაა - "გაუფრთხილდი ოჯახს", რაც ყველა ღირებული ოჯახური ტრადიციისა და კულტურული ფასეულობის გაფრთხილებასა და თაობიდან თაობაზე გადაცემას გულისხმობს.

ფესტივალზე წარმოდგენილნი იქნებიან როგორც ხალხური სიმღერის, ინსტრუმენტალური მუსიკის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერებისა და რეწვის ოსტატები საქართველოს ყველა კუთხიდან, ასევე საქართველოში მოღვაწე ეროვნული უმცირესობები, სტუმრები კავკასიიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან (ლიტვა, საფრანგეთი, პოლონეთი, შოტლანდია, ინგლისი), ასევე აფრიკიდან და მადაგასკარიდან.

ფესტივალის მხარდამჭერები კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერია არიან.

 

კომენტარები