არტ-გენი

არტ-გენი თბილისში გადმოინაცვლებს

დღეს, 21 ივლისს, ფესტივალი არტ-გენი 2012 თბილისში, ეთნოგრაფიული მუზეუმში გადმოინაცვლებს. ფესტივალი 3 ივლისს კახეთში დაიწყო და რეგიონალური ტური საქართველოს რამდენიმე ქალაქში - ზუგდიდში, წყალტუბოში, ჩოხატაურსა და ფოთში - ჩატარდა.

არტ–გენზე წარმოდგენილი იქნება როგორც ხალხური სიმღერის, ინსტრუმენტალური მუსიკის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერებისა და რეწვის ოსტატები საქართველოს ყველა კუთხიდან, ასევე საქართველოში მოღვაწე ეროვნული უმცირესობები, სტუმრები კავკასიიდან, ევროპისა და აფრიკის სხვადასხვა ქვეყნიდან (ლიტვა, საფრანგეთი, პოლონეთი, შოტლანდია, ინგლისი, მადაგასკარი და სხვა).

 ფესტივალი მეცხრე წელია ტარდება. ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასთან ერთად, ფესტივალის წლევანდელი დევიზია "გაუფრთხილდი ოჯახს", რაც გულისხმობს ყველა ღირებული ოჯახური ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გაფრთხილებასა და თაობიდან თაობაზე გადაცემას.

კომენტარები