ნიკა გილაური

ნიკა გილაური საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.

სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი 2011 წელს შეიქმნა და მისი მიზანია ინვესტიციების მოზიდვა, შეფერხებული პროექტების დასრულება, სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკის განვითარება.

საპარტნიორო ფონდი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე და მისი 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა.

საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ნიკა გილაური ამავდროულად არის საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და  “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.  

კომენტარები