ბრაზილია

ბრაზილიელმა უსახლკარო წყვილმა ნაპოვნი 10 ათასი დოლარი პოლიციას ჩააბარა

ბრაზილიაში უსახლკარო წყვილმა 10 ათასი დოლარით სავსე ჩანთა იპოვნა. წყვილმა, რომელიც ხიდის ქვეშ ცხოვრობს, ნაპოვნი თანხა პოლიციას გადასცა.

,,პირველი, რაც თავში მომივიდა, იყო ის რომ პოლიციაში უნდა დამერეკა.’’-განაცხადა 36 წლის მამაკაცმა.

როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული თანხა გასულ კვირას იაპონური რესტორნის გაძარცვის შედეგად იყო მოპოვებული.  რესტორნის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ფულის დაბრუნების სანაცვლოდ, წყვილს მათთან სამსახურის დაწყების შესაძლებლობა მისცეს.

,,ჩვენ ვაპირებთ მათ სრული სასწავლო კურსი გავავლევინოთ, რის დასრულების შემდეგაც შეეძლებათ ჩვენს კომპანიაში იმუშაონ და უკეთესი ცხოვრება ჰქონდეთ.’’-აცხადებს რესტორნის ერთ-ერთი მფლობელი.

36 წლის სილვა სანტოსი თავს ნაგვის გადამუშავებით ირჩენს და დღეში 7 დოლარს შოულობს. 

,,დედაჩემმა მასწავლა, რომ არასდროს არაფერი არ უნდა მომეპარა და თუ ვინმე არალეგალურ საქციელს ჩაიდენდა, პოლიციისთვის მიმემართა. თუ ის ახლა ტელევიზორში მხედავს, ნახავს, რომ მისი შვილი ერთ-ერთი პატიოსანი ადამიანია მსოფლიოში.’’-განაცხადა სილვა სანტოსმა. 

კომენტარები