ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა. 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ჭრიკიშვილი, მეორე ბრძოლაში, ამერიკელ ტრევის სტივენსთან დამარცხდა. მანამდე მან ხორვატი ტიმოსლავ მარიანოვიჩი დაამარცხა.
შეგახსენებთ, 29 ივლისს 66 კილოგრამამდე წონით კატეგოტრიაში ქართველმა ძიოდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა საქართველოს ნაკრებისთვის პირველი ოლიმპიური ოქრო მოიპოივა.
დღესვე ქართველი სპორტსმენებიდან ოლიმპიადაზე მოცურავე ირაკლი ბოლქვაძე 200 მეტრზე ბრასით საკვალიფიკაციო გაცურვას ჩაატარებს. კიდევ ერთი ქართველი, ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ერთეულთა თანრიგში ჩაერთვება. რიგით მე-2 თამაშში ანა ტატიშვილი რუს ჩოგბურთელს, ნადია პეტროვას დაუპირისპირდება. დღესვე გაიმართება მშვილდოსანი ქრისტინე ესებუასა და დენისე ვან ლამოენის (ჩილე) 1/32–ფინალი.