ოლიმპიური თამაშები

2024 წლის პარიზის ოლიმპიურ სოფელში ჰიჯაბის ტარება ნებადართული იქნება

2022 Getty Images

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის [IOC] გადაწყვეტილებით, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ოლიმპიურ სოფელში ჰიჯაბი ნებადართული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელი ქვეყანა თავისი სპორტსმენებისთვის ოლიმპიადაზე ჰიჯაბის ტარებას კრძალავს. 

საფრანგეთის სპორტის მინისტრის, ამელი უდეა-კასტერას განმარტებით, ფრანგი სპორტსმენებისთვის ჰიჯაბის ტარება სეკულარიზმის პრინციპის პატივსაცემად არის აკრძალული. 

IOC-ის წარმომადგენლების თქმით, საფრანგეთის აკრძალვა ოლიმპიადის სხვა ქვეყნების სპორტსმენების მიმართ არ გავრცელდება.

"ოლიმპიური სოფლისთვის მოქმედებს IOC-ის წესები. არ არსებობს შეზღუდვები ჰიჯაბსა ან სხვა რელიგიურ თუ კულტურულ სამოსზე. შეჯიბრების დროს მოქმედებს შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციის (IF) მიერ დადგენილი რეგულაციები”. - ამბობენ IOC-ის წარმომადგენლები

ამასთანავე, ისინი რეგულაციის განხილვას საფრანგეთის ოლიმპიურ კომიტეტთან გეგმავენ.

"რადგან ფრანგული რეგულაცია ეხება მხოლოდ საფრანგეთის ნაკრების წევრებს, ჩვენ დავუკავშირდებით CNOSF-ს (საფრანგეთის ოლიმპიურ კომიტეტს), რათა უკეთ გავიგოთ სიტუაცია ფრანგ სპორტსმენებთან დაკავშირებით“. - თქვეს IOC-ის წარმომადგენლებმა

კომენტარები