ჩვენ დღეს ყველანი ერთად აღვნიშნავთ ამ დიდებულ დღეს. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი ტოკიოში გაცილება. ჩვენ ვართ ჩემპიონების ერი. პატარა ვართ, მაგრამ ამდენი სასახელო გმირი გვყავს. ეს არის დიდი წყალობა, ერთ მხრივ, და მეორე მხრივ, მთელი ერი თქვენ შემოგცქერით. მე მჯერა, რომ გამოხვალთ რა თქვენ დროშის ქვეშ ტოკიოში, ჩვენ ბევრჯერ მოვისმენთ საქართველოს ჰიმნს. ამაში დარწმუნებული ვარ. მე მინდა, გისურვოთ გამარჯვება, წარმატებები და ბოლოს გაცნობოთ ახალი გადაწყვეტილების შესახებ: ოლიმპიური ჩემპიონი მიიღებს 1 000 000 ლარს მთავრობის გადაწყვეტილებით.
tbl.ge/5m1r
დაკოპირდა
თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე.
ამავე თემაზე
- 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ სოფელში ჰიჯაბის ტარება ნებადართული იქნება
- ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსებსა და ბელარუსებს აზიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება არ მისცა
- რუსეთის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობამ, შესაძლოა, უკრაინაში მშვიდობა დააჩქაროს – სიიარტო
- ევროპის 5-მა ქვეყანამ რუსებისა და ბელარუსების საერთაშორისო ოლიმპიადაზე არდაშვება მოითხოვა
- 35-მა ქვეყანამ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების 2024 წლის ოლიმპიადაზე არდაშვება მოითხოვა