ამბასადორიალი

თბილისში ამბასადორიალი მიმდინარეობს

თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების ყოველწლიური ამბასადორიალი მიმდინარეობს. ცერემონიალი სასტუმრო რედისონში,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ გახსნა.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელები, დღეს მიხეილ სააკაშვილს შეხვდებიან. პრეზიდენტი მათ რეზიდენციაში მიიღებს.

ამბასადორიალის მეორე ნაწილში განიხილება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები. განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში თორნიკე გორდაძე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში სალომე სამადაშვილი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი -NATO-ში გეგა მგალობლიშვილი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადისლავ სიკორსკი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟატუ ონოკე უგუაბოვა. 

ამბასადორიალის ფარგლებში ასევე განიხილება საქართველოში მიმდინარე პროცესები. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრემიერ-მინსტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი. ასევე  პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი. 

ხვალ ამბასადორიალს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება და სიტყვით გამოვა NATO -ს გენერალური მდინავნი ანდერს ფოგ რასმუსენი. 

კომენტარები