ამბასადორიალი

სერგი კაპანაძე: ამერიკელი სენატორების ვიზიტი აშშ-ის საქართველოსადმი მხარდაჭერის დადასტურებაა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგი კაპანაძის შეფასებით, აბმასადორიალის ფარგლებში ამერიკელი სენატორების ჯონ მაკკეინის, ჯოზეფ ლიბერმანის და ლინდსი გრემის ვიზიტი საქართველოს მხარდაჭერის უპრეცედენტო დადასტურებაა.

"მათი ვიზიტი კიდევ ერთხელ არის უპრეცედენტო დადასტურება იმ მხარდაჭერის, რომელიც საქართველოს აშშ-ის მხრიდან აქვს და პირველ რიგში, იმ რეფორმების, რომელიც საქართველომ გაატარა", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, სენატორები, რომლებიც თბილისს დღეს ეწვევიან, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანთან გიგა ბოკერიასთან ლანჩს გამართავენ. ისინი შეხვედრას გამართავენ აგრეთვე, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.

აშშ–ის სენატის სამკაციანი დელეგაცია, რომელსაც სენატორი ჯონ მაკკეინი ხელძღვანელობს, ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრებს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან გამართავს. დღესვე, ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ამბასადორიალის მეორე სამუშაო დღის ნაწილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის საკითხების განხილვას დაეთმობა.

5-7 სექტემბერს თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის პირველი დღე ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობების საკითხებს დაეთმო.

 

კომენტარები