ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად აპოლონ კაკაბაძე დაინიშნა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს აპოლონ კაკაბაძე უხელმძღვანელებს. ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი შეძლებს „ნაკლოვანებების აღმოფხვრასა და მიღწევების შენარჩუნებას“.

„საგამოძიებო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს ვთხოვ, აქტიურად ვიმუშაოთ ყველა მიმართულებით, მათ შორის, შემოსავლების სამსახურთან, რათა ბიზნესს გავუადვილოთ საქმიანობა, რათა საგადასახადო კანონმდებლობაში არ იყოს ორმაგი ინტერპრეტირების საშუალება და სხვადასხვაგვარად არ ვკითხულობდეთ კანონს ჩვენ და ბიზნესმენები. იყავით ბიზნესმენების მეგობარი, დავიცვათ მათი უფლებები, რათა მათ მეტი სამუშაო ადგილი შექმნან, მეტი გადასახადი გადაიხადონ, რაც არის ერთადერთი საშუალება, რომ კოალიციამ წინასაარჩევნოდ გაცემული ყველა დაპირება შეასრულოს“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის წარდგენისას. 

კომენტარები