თავდაცვის სამინისტრო

ირაკლი ალასანიამ გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე წარადგინა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე წარადგინა. აღნიშნულ თანამდებობას ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე დაიკავებს.

ვახტანგ კაპანაძე დროებით საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობასაც შეასრულებს.

2008 წლიდან დღემდე კაპანაძე საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. სხვადასხვა დროს ეკავა მაღალი თანამდებობები საქართველოს გენერალურ შტაბში. 

 

კომენტარები