პანამა

ქართველი მეზღვაურები შველას და სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ

პანამის ნაპირებთან რეიდზე მდგარი გემის ქართველი მეზღვაურები შველას და სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ . ამის შესახებ ინტერპრესნიუსი გემის კაპიტნის თანაშემწე გიორგი ჯანელიძეზე დაყრდნობით იტყობინება. ჯანელიძის ინფორმაციით, 100-მეტრიანი ტანკერის მეპატრონეა ნიგერიელი სოლომონ ნაგვარა, რომელმაც თექვსმეტკაციანი ეკიპაჟი მიატოვა.

გემზე ეკიპაჟის 16 წევრია, მათ შორის 12 ქართველი მეზღვაურია. როგორც ეკიპაჟის ქართველი წევრები იტყობინებიან, ისინი უკვე 3 თვეა პანამის სანაპიროდან 5 კილომეტრის მოშორებით რეიდზე დგანან. მათი თქმით, საწვავის, წყლისა და საკვების რესურსი ამოწურულია. 3-4 თვეა არც ხელფასი მიუღიათ.

ჯანელიძის განმარტებით, ქართველი მეზღვაურები ნიგერიელი მეპატრონის გემზე ბათუმის საზღვაო სააგენტოს - ფრეგატის ხელმძღვანელის, ირაკლი დუმბაძის მეშვეობით მოხვდნენ. მისივე ინფორმაციით, გემი 42 წლისაა და სიძველის გამო ამორტიზებულია.

კომენტარები