სამხედრო პოლიცია

ალასანია: სამხედრო პოლიციაში სატელეფონო მიყურადების სამსახური გაუქმდება

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თავისუფალი დემოკრატების ყრილობის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ სამხედრო პოლიციაში სატელეფონო მიყურადების სამსახური გაუქმდება. 

როგორც ალასანიამ განმარტა, აღნიშნული სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა და საზოგადოებრივი კონტროლის სტრუქტურაში მოექცევა. 

"იმ გამოცდილებით, რაც გავიარეთ ყველა ჩვენგანმა რეპრესიის, თვალთვალის, მოსმენის კუთხით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საერთოდ გაუქმდეს სატელეფონო მიყურადების სამსახური სამხედრო პოლიციაში. ის გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს. იქნება ერთ სტრუქტურაში საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

 

კომენტარები