ვიზიტი

ბილდტი: საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული სტანდარტების კიდევ უფრო გაუმჯობესებას ველით

ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ საქართველოს მთავრობის ერთგულებას, გააგრძელოს რეფორმები და ევროპული ინტეგრაციის გზა, - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა, მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

ბილდტის შეფასებით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები ქვეყნის განვითარების გზაზე საუკეთესო იყო. 

"ჩვენ ვართ საქართველოს მეგობრები. სხვადასხვა რანგში საქართველოში ხშირად ჩამოვდივართ, უკანასკნელად ეს იყო საარჩევნო კამპანიის დროს, იმისთვის, რომ მოვახდინოთ დემონსტრირება ჩვენი ვალდებულების დემოკრატიული და ევროპული განვითარებისთვის. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ საქართველოს მთავრობის ერთგულებას, გააგრძელოს რეფორმები და ევროპული ინტეგრაციის გზა. განვიხილეთ რეგიონალური საკითხები, ვისაუბრეთ იმ ასპექტზე, რასაც ჰქვია შიდა განვითარება. არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების თვალსაზრისით იყო საუკეთესოდ ჩატარებული საქართველოს განვითარების გზაზე. 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე და 2014 წელს ადგილობრივ არჩევნებში ჩვენ ველოდებით დემოკრატიული სტანდარტების კიდევ უფრო გაუმჯობესებას, ასევე ხაზი გავუსვით ფუნდამენტურ აუცილებლობას, კანონის უზენაესობას და ყველა საკითხს, რომელიც ამ თემას ეხება", - აღნიშნა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა. 

შეგახსენებთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტით იმყო­ფებიან შვე­დე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი კარლ ბილ­დტი, ბულ­გა­რე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ნი­კო­ლაი მლა­დე­ნო­ვი და პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი ია­სეკ მი­ხა­ლოვ­სკი.

მათ შეხვედრები გამართეს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან.  სტუმ­რე­ბი სას­ტუმ­რო ქორ­თი­არდ მა­რი­ოტ­ში გა­მარ­თულ დის­კუ­სი­ა­საც და­ეს­წრე­ბი­ან თე­მა­ზე - სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი. 

დიპ­ლო­მა­ტე­ბი გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შეხ­ვდნენ. შეხ­ვედ­რას ასე­ვე ეს­წრე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ფი­ლიპ დი­მიტ­რო­ვი. 

 

კომენტარები