ვიზიტი

ბიძინა ივანიშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება. ივანიშვილი გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.

საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად დელეგაციაში შედიან: პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი.

გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ: გერმანიის მარშალის ფონდის დირექტორი ქრეიგ კენედი, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკიევიჩი, ლატვიის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, ლატვიის სეიმის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვალდას ზატლერსი, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თომას მელია, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის ასისტენტი ჰეიჯ ალექსანდერი, ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკური მრჩეველი იევა კუპჩე, უსაფრთხოებისა და განვითარების ინსტიტუტის დირექტორი სვანტე კორნელი და კოპენ ჯგუფის ვიცეპრეზიდენტი დანიელ ფატა.

კომენტარები