საქართველოს პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი: მასობრივად ამდენი კრიმინალის გამოშვება დაუშვებელია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ამნისტიის შესახებ კანონის ხელმოწერას გამოეხმაურა.  
"დღევანდელ სიტუაციაში ამდენი კრიმინალის მასობრივად გამოშვება, ესაა სრულიად დაუშვებელი, ისევე როგორც დაუშვებელია რუსეთის ჯაშუშების, რუსეთის მოქალაქეების გარეთ გამოშვება, რომლებიც პირდაპირ ურტყამდნენ ოკუპირებული ქვეყნის ინტერესებს, დაუშვებელია მეამბოხეების და ძალადობრივი დანაშაულის მონაწილეების გამოშვება", - განაცხადა  სააკაშვილმა და იქვე დასძინა, რომ იმ პირობებში, როცა "თბილისში კიტოვანი დასეირნობს", მას აღარაფერი უკვირს.
სააკაშვილი გუშინ, 11 დეკემბერს, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.
"გუშინ, საქართველოს პრემიერმინისტრმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც საქართველომ მოიგერია ამერიკელების და ევროპელების შემოტევა. ეს დაახლოებით იგივეა,  რომ დავით აღმაშენებლის დროს საქართველოს რომელიმე წარმომადგენელს ეთქვა, რომ მოიგერიეს ჯვაროსნების შემოტევა. მაშინ დიდგორი კი აღარ იქნებოდა, უბრალოდ საქართველო აღარ იქნებოდა. იმიტომ რომ ჯვაროსნები იდგნენ საქართველოს გვერდით გათავისუფლების დროს. დღეს, როცა რუსეთს აქვს შენი ტერიტორია და დაკავებული ხარ არა რუსეთის მოგერიებით, არამედ დასავლეთის მოგერიებით და თან ამის პარალელურად გაუშვა რუსეთის ჯაშუშები. ამით ხდება საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის ძირის გამოთხრა", - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები