საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქეები გარკვეულია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქეთა ვინაობა გაირკვა.

საქართველო მე-4 კალათაში იყო განთესილი. ალექსანდრე ჩივაძის გუნდი III ჯგუფში ჰოლანდიის, შოტლანდიის, სლოვაკეთისა და ლუქსემბურგის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევ ეტაპზე 10 ჯგუფი იქნება - ორი ექვსგუნდიანი და რვა ხუთგუნდიანი.  შესარჩევი ეტაპი 2013-14 წლებში გაიმართება, ევრო 2015 კი ჩეხეთში ჩატარდება. 

კომენტარები