საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მოსახლეობას ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის ნაცვლად, ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს. ამის შესახებ საგანგებო პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
"იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის მოთხოვნით უმრავლესობამ უარი განაცხადა პარლამენტში პრეზიდენტის კონსტიტუციით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიშის მოსმენაზე, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ხვალ ეროვნული ბიბლოიოთეკიდან მიმართოს საზოგადოებას იმავე მიმართვით, რომლითაც ის უნდა წარდგენილიყო საკანონმდებლო ორგანოდან", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
პრეზიდენტის გამოსვლა დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. გამოსვლის ზუსტი დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ხვალ პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით აღარ წარდგება.