პრეზიდენტის წლიური მიმართვა

ბიბლიოთეკის ნაცვლად სააკაშვილი წლიური მოხსენებით პრეზიდენტის სასახლიდან წარდგება

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თბილისის მერისა და საპარლამენტო უმცირესობის წევრების ცემის გამო, პრეზიდენტი სააკაშვილი მოსახლეობას წლიური მოხსენებით, ბიბლიოთეკის ნაცვლად, პრეზიდენტის სასახლიდან მიმართავს. 
"სამწუხაროდ, სახეზეა პროვოკაცია. ჩვენი ვარაუდით, ეს მართული პროვოკაციაა. სამწუხაროა, რომ დღევანდელი ხელისუფლება დგას ამ ყველაფრის უკან. პრეზიდენტი სრული პასუხისმგებლობით უდგება ამ საკითხს და მისი გადაწყვეტილებით, დღეს მიმართვა გაკეთდება პრეზიდენტის სასახლიდან 20:00 საათზე", - განაცხადა პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა მანანა მანჯგალაძემ.

კომენტარები