ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებამდე, უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გაგაკეთა.
"დღევანდელი ფაქტი იყო სირცხვილი ხელისუფლების და, პირველ რიგში, პოლიციის ხელმძღვანელობას, რომელმაც ეს დაუშვა და ძალადობით და სიძულვილით, შეხვედრაზე ჩვენი შესვლა შეუძლებელი გახადა", - განუცხადა ჟურნალისტებს ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ როგორც მანამდე საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა, ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისთვის უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს პირადად სთხოვა.