პრეზიდენტის წლიური მიმართვა

ბოკერია: კორიდორის შემოთავაზება ინციდენტების შემდეგ გაკეთდა

უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორიდორებთან დაკავშირებით შეთავაზება მას შემდეგ გააკეთა, რაც უკვე მომხდარი იყო ძალადობის ფაქტები, ამასთან, დაზიანდა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მანქანები.

"რაც შეეხება ღარიბაშვილს მას მე დავურეკე კარგა ხნით ადრე, რადგან ნათელი იყო, ძალადობის დიდი ატმოსფერო იქმნებოდა. მან აღმითქვა, რომ პოლიცია ყველა ღონეს მიიღებდა, რათა არ დაეშვა ძალადობა. მაგრამ რაც მოხდა, ყველამ ვიხილეთ. არანაირი კორდონი არ არსებობდა. ხოლო როცა ძალადობა უკვე პიკში იყო, ამის შემდეგ ცადა მან ჩემთან დაკავშირება, რომ პრეზიდენტი შესულიყო ალტერნატიული შესასვლელით. აქ მხოლოდ პრეზიდენტზე არ არის საუბარი. პოლიციის ვალდებულება იყო, ნებისმიერი ადამიანს მიცემოდა ბიბლიოთეკაში შესვლის შესაძლებლობა", - აღნიშნა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ ბიბლიოთეკის შენობაში მისული შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ალტერნატიული კორიდორები შესთავაზა, რითიც მათ არ ისარგებლეს და ამ გზით, შეგნებულად წავიდნენ პროვოკაციაზე.

 

კომენტარები