პრეზიდენტის წლიური მიმართვა

თინა ხიდაშელი: საქართველოში ეს ვიცით, რომ ხალხს სცემენ ხოლმე

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა ეროვნული ბიბლიოთეკის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. 
"უფრო აქტიურად უნდა ემოქმედათ სამართალდამცავებს ალბათ. მე არ ვიცი, რას ნიშნავს უფრო აქტიურობა. საქართველოში ეს ვიცით, რომ ხალხს სცემენ ხოლმე. მე მივესალმები იმას, ხაზგასმით ვამბობ, ცალსახად, რომ დღეს სამართალდამცავებმა მოსახლეობაზე ხელი არ აღმართეს, იდგნენ შუაში, რომ იქ განსაკუთრებული, მძიმე მოვლენები არ განვითარებულიყო", - განაცხადა ხიდაშელმა რუსთავი 2-თან საუბარში. 

კომენტარები