საქართველოს პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი აეროპორტში დაცვის გარეშე, საკუთარი მანქანით მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში მიემგზავრება.

პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საკუთარი ავტომანქანით, დაცვის გარეშე მივიდა. ელექტრომობილს თავად მიხეილ სააკაშვილი მართავდა. პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე, საქართველოს პირველი ლედი, სანდრა რულოვსი. 

"ხუთი კვირაა, როგორც კი ნათელი გახდა, რომ დაცვის სამსახურს აქვს სერიოზული პრობლემები, დაცვის გარეშე დავდივარ. ჩვენ ვერავინ ვერ შეგვიშლის გადაადგილებას, ვერ შეგვიზღუდავენ ადამიანებთან შეხვედრას და ჩვენი ფუნქციების შესრულებას. ზედმეტი დრამატიზაცია და სპეკულაცია ამ თემაზე არ არის საჭირო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

შეგახსენებთ, გუშინდელ ბრიფინგზე, პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ პრე­ზი­დენ­ტი დაც­ვის სამ­სა­ხუ­რით სარ­გებ­ლო­ბა­ზე მთლი­ა­ნად უარს ამ­ბობს.

 

კომენტარები