ქართველი სამხედროები ავღანეთში

ირაკლი ალასანია: ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაშავების შესახებ ინფორმაცია არაზუსტია

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ავღანეთში მომხდარი ინციდენტის დროს ქართველი ჯარისკაცები დაშავდნენ. ალასანიამ განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია არაზუსტია და გადამოწმებული არ არის. მან ასევე მოუწოდა ქართველ ჟურნალისტებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

"გთხოვთ, ნუ დაეყრდნობით ჩვენი მოწინააღმდეგეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ყველა ქართველი ჯარისკაცი არის ჯანმრთელად. ინციდენტები ადგილზე ხშირად ხდება ხოლმე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ჯარისკაცები დაშავდნენ, ან მოხდა მათი ფიზიკური ხელყოფა. ყველა ქართველი ჯარისკაცი არის ჯანმრთელად", - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები