ბათუმის ინციდენტი

პაციენტი თელია რეანიმაციიდან განყოფილებაში გადაიყვანეს

აჭარის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერი თელია რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში უკვე გადაიყვანეს - ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას თელიას მკურნალმა ექიმმა გიორგი ვალიშვილმა დაუდასტურა. 
"პაციენტი რეანიმაციაში გუშინ საღამოს შემოვიდა, ამჟამად იგი განყოფილებაში გადავიყვანეთ. მას აღენიშნა კრუნჩხვა და გონების დაკარგვის ეპიზოდი. მას შემდეგ, რაც პაციენტი გავსინჯეთ, ტომოგრაფია გადავუღეთ, დავაბრალეთ უფრო სტრესის შედეგად გამოწვეულ ჰიპერტონიულ კრიზს", - განაცხადა გიორგი ვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 28 მარტს ვალერიან თელიასა და საია-ს აჭარის ორგანიზაციის თანამშრომელს შორის ინციდენტი მოხდა. 
 

კომენტარები