ენერგეტიკის მინისტრი

კალაძე: არ ვიცი, სააკაშვილის კონსულტაციები რამდენად გამოადგება ახალ ხელისუფლებას

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა, კახი კალაძემ, პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ იცის, რამდენად გამოადგება ახალ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის კონსულტაციაები.

"მე არ ვიცი, მიხეილ სააკაშვილის კონსულტაციები რამდენად გამოადგება ახალ ხელისუფლებას. მას ჰქონდა საკმაო დრო ცხრა წლის განმავლობაში, რომ გაეკეთებინა ყველაფერი საქართველოს აღმშენებლობისთვის და ქვეყნის გაძლიერებისთვის, მაგარმ ამ ადამიანს და მის გუნდს ეს არ გამოუვიდათ. ჩვენი ხელისუფლება სწორი გზით მიდის და ყველაფერს გააკეთებს ქვეყნისა და ქართველი ხალხის კეთილდღეობისათვის", - განაცხადა კახი კალაძემ.

გადაცემა "პოზიციაში" მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მზად არის, საქართველოს მთავრობას უფასო კონსულტაციები გაუწიოს.

კომენტარები