ენერგეტიკის მინისტრი

კალაძე: არანაირი პრობლემა არ არის, როგორც კი დრო გამოინახება, პარლამენტში მივალ

არანაირი პრობლემა არ არის, როგორც კი დრო გამოინახება თავისუფალი, უპრობლემოდ, მზად ვარ ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი. კომიტეტზე იქნება ალბათ განხილვა. ზოგადად, გავაცნობთ ენერგეტიკაში მიმდინარე პროცესებს - რა პროექტები განვახორციელეთ ამ სამი წლის განმავლობაში, რას ვგეგმავთ და თუ რაიმე კითხვა იქნება, შესაბამისად, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, იქნება ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაცემული.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პარლამენტში მისვლაზე. საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა ენერგეტიკის მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში მისვლა ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მოითხოვეს. მათი თქმით, კალაძე ვალდებულია, გაზმპრომთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს პასუხი გასცეს.

კომენტარები