ფინანსთა სამინისტრო

TI-საქართველო: ფინანსთა მინისტრის ახალი ბრძანება გადამზიდველების და საზოგადოების მოტყუებაა

http://www.blackseango.org/

სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლო ფი­ნან­სთა სა­მი­ნის­ტროს სა­ბა­ჟო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ქონ­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით წლის და­საწ­ყის­ში მი­ღე­ბუ­ლი ბრძა­ნე­ბის მყი­სი­ე­რად გა­უქ­მე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, 8 მა­ისს ნო­დარ ხა­დურ­მა ხე­ლი მო­ა­წე­რა ბრძა­ნე­ბას, რო­მე­ლიც აუქ­მებს ად­რე მი­ღე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ებს, რო­მელ­თა აღ­სრუ­ლე­ბის შე­დე­გად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ ად­გი­ლობ­რივ მცი­რე და სა­შუ­ა­ლო გა­დამ­ზიდ­ვე­ლებს, სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტა კი უპი­რა­ტეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იქ­ნა ჩა­ყე­ნე­ბუ­ლი.

TI-სა­ქარ­თვე­ლო გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­შფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამს იმის გა­მო, რომ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი უქ­მდე­ბა არა მყი­სი­ე­რად, არა­მედ მხო­ლოდ 2014 წლის 1 იან­ვრი­დან, "მა­შინ, რო­დე­საც ბა­ზარ­ზე მცი­რე და სა­შუ­ა­ლო გა­დამ­ზიდ­ვე­ლე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ აღარც იარ­სე­ბე­ბენ".

გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­მი­ნის­ტროს მი­ერ ამ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მო­ტა­ნას თა­ვი­დან­ვე აკ­რი­ტი­კებ­და და ბრძა­ნე­ბის გა­უქ­მე­ბის მოთ­ხოვ­ნით სა­სა­მარ­თლო­ში სა­ჩი­ვა­რიც შე­ი­ტა­ნა:

"29 აპ­რილს სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ფი­ნან­სთა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნაც­ხა­დეს, რომ სა­მი­ნის­ტრო­ში შექ­მნი­ლი სა­მუ­შაო ჯგუ­ფის მი­ერ სა­და­ვო აქ­ტში ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­დგომ აღარ იარ­სე­ბებ­და და­ვის გაგ­რძე­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა. ამ არ­გუ­მენ­ტით ფი­ნან­სთა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სა­სა­მარ­თლო სხდო­მის გახ­სნის­თა­ნა­ვე იშუ­ამ­დგომ­ლეს პრო­ცე­სის 2 კვი­რით გა­და­დე­ბა­ზე. ასე­ვე, ფი­ნან­სთა სა­მი­ნის­ტრომ პი­რო­ბა და­დო, რომ მო­აგ­ვა­რებ­და მომ­ჩი­ვა­ნი გა­დამ­ზიდ­ვე­ლე­ბის პრობ­ლე­მას და მათ ნორ­მა­ლუ­რად მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემ­და".

TI-სა­ქარ­თვე­ლო მი­იჩ­ნევს, რომ ბრძა­ნე­ბის მოგ­ვი­ა­ნე­ბით ძა­ლა­ში შეს­ვლა გა­დამ­ზიდ­ვე­ლე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მოტ­ყუ­ე­ბაა და მიზ­ნად არ ისა­ხავს პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას, რად­გან:
მო­მა­ვა­ლი 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ბაზ­რი­დან პრაქ­ტი­კუ­ლად გან­დევ­ნი­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა მცი­რე და სა­შუ­ა­ლო მე­წარ­მე, მათ მი­ყე­ნე­ბუ­ლი ექ­ნე­ბათ სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ზი­ა­ნი და აღარ ექ­ნე­ბათ ბა­ზარ­ზე დაბ­რუ­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში კი ბა­ზარ­ზე უპი­რა­ტეს მდგო­მა­რე­ო­ბას სა­ბო­ლო­ოდ გა­ნიმ­ტკი­ცებს "სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტა";
მო­მა­ვა­ლი 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ასე­ვე ძა­ლა­ში რჩე­ბა ის სა­ბა­ჟო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნა მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვით. მა­თი ძა­ლა­ში და­ტო­ვე­ბა კი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ქვეყ­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას და შე­უ­სა­ბა­მო­ბა­ში მო­დის სა­ქარ­თვე­ლოს მი­ერ სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით ნა­კისრ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­თან;
ამას­თან ერ­თად, არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლია თა­ვად ფი­ნან­სთა მი­ნის­ტრის მი­ერ დღეს ხელ­მო­წე­რი­ლი ბრძა­ნე­ბა, რო­მე­ლიც სა­ბა­ჟო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი წე­სე­ბის სა­ვა­რა­უ­დო გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ 8 თვით ად­რე გა­მო­ი­ცე­მა, მა­შინ რო­ცა იმა­ვე სა­ბა­ჟო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის წე­სე­ბის ამოქ­მე­დე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან 6 დღე­ში მოხ­და.

ბრძა­ნე­ბა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბა­ჟო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ქონ­ლის შე­მო­ტა­ნას­თან/გა­ტა­ნას­თან და დეკ­ლა­რი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრო­ცე­დუ­რებ­ში არ­სე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და, ფი­ნან­სთა მი­ნის­ტრმა 2013 წლის 25 იან­ვარს გა­მოს­ცა.

კომენტარები