ქართველი სამხედროები ავღანეთში

დავით უსუფაშვილი

ჩვენ, ქართველებს, პრაქტიკულად გვაქვს ორი არჩევანი: ან თავისუფალ მსოფლიოსთან ერთად უნდა ვებრძოლოთ ტერორიზმს, ან აღმოვჩნდებით თავად ჩართულნი და ჩათრეულნი ამ უბედურებაში. შუალედი, ნეიტრალური პოზიცია, იმ პოზის დაკავება, რომ ჩვენ ეს არ გვეხება და ჩვენი პრობლემა არ არის, თუ სხვა ქვეყნებში ხდება აფეთქება, ან სხვა უბედურება, როცა მშვიდობიანი მოქალაქეები და ბავშვები იღუპებიან, ასე შორს ვერ წავალთ, იმიტომ რომ, ეს პრობლემა მოაღწევს საქართველომდე. ამიტომაც არის სრულიად აუცილებელი ბრძოლა ტერორიზმთან, ბრძოლა ძალადობასთან, ბრძოლა იმ იდეოლოგიასთან, რომელიც კვებავს მსგავს განწყობას, მსგავს დამოკიდებულებას, იქნება ეს რელიგიურ ფუნდამენალიზმზე, თუ რაიმე სხვა თემებზე დაფუძნებული. ამასობაში, ჩვენ, საქართველომ - ხელისუფლებამ, საზოგადოებამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ ჩვენი წვლილი, ჩვენი რისკი და მსხვერპლი იყოს ადეკვატური და არა - არაადეკვატური

კომენტარები