თამაზ თამაზაშვილის საქმე

ღარიბაშვილი: ჩემი და ჩემი სიმამრის ერთადერთი სურვილი იყო, ეს პოლიციელები ადამიანურად მოსულიყვნენ და ბოდიში მოეხადათ

ირაკლი ღარიბაშვილის Facebook-ის გვერდი.

"თამაზ თამაზაშვილის უკანონო დაპატიმრება ერთი ჩვეულებრივი, რიგითი საქმე არ გახლავთ და ჩემი სიმამრის მიმართ იმდენად აშკარა კანონდარღვევას და პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას ჰქონდა ადგილი, რომ საქმე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც კი მოხვდა", - აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი ასავალ-დასავალთან ინტერვიუში. მინისტრი ამტკიცებს, რომ ამ საქმის გამოძიებისას თანამდებობა არ გამოუყენებია და ამის დასტურად ის მოჰყავს, რომ საქმე 7 თვის განმავლობაში გამოუძიებელი იყო.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მისი და მისი სიმამრის ერთადერთი სურვილი არა შურისძიება, არამედ პოლიციელების მხრიდან ბოდიშის მოხდა იყო. "არ დაგიმალავთ, ჩემი და ჩემი სიმამრის ერთადერთი სურვილი იყო, რომ ეს პოლიციელები ადამიანურად მოსულიყვნენ და ბოდიში მოეხადათ იმისათვის, რაც გააკეთეს. არავითარი აგრესია და შურისძიების სურვილი ამ პოლიციელების მიმართ ამ მქონია, უბრალოდ მინდოდა მათი მხრიდან სინანული დამენახა, მაგრამ 7 თვის განმავლობაში ამ ადამიანებმა ვერ შეძლეს. პირიქით, მათ დაიწყეს ტყუილების თქმა, შეეცადნენ ჩემს შეცდომაში შეყვანას და ძალიან უღირსად მოიქცნენ. პოლიციელისათვის, ადამიანისათვის, კაცისათვის შეუფერებელი საქციელი ხელმეორედ ჩაიდინეს - გამოძიებას ცრუ ჩვენებები მისცეს და პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს. და მაინც, ყველაფრის მიუხედავად, მეც და ჩემი სიმამრიც ადამიანურად ვპატიობთ იმ პოლიციელებს, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს და პოლიციის გენერალი, რომელიც მთელი ცხოვრება კრიმინალებს ებრძოდა, უკანონოდ დააპატიმრეს", - აცხადებს მინისტრი.

ღარიბაშვილის განცხადებით, დაკავებული პოლიციელები მალე დატოვებენ საპატიმროებს, თუ გამოძიებასთან ითანამშრომლებენ.

კომენტარები