სნოუდენის საქმე

სნოუდენი ეკვადორს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართავს

rt.com

აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ედვარდ სნოუდენი, რომელმაც ამერიკული სპეცსამსახურები მოქალაქეთა თვალთვალში ამხილა, ეკვადორისგან თავშესაფარს ითხოვს. ვიკილიქსის ჯგუფის განცხადებით, სნოუდენმა გადაწყვიტა ეკვადორში თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით უსაფრთხო გზით ჩასულიყო. ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რიკარდო პატინომ, ცოტა ხნის წინ Twitter-ზე დაწერა, რომ  ეკვადორის მთავრობამ სნოუდენისგან თავშესაფრის მოთხოვნა მიიღო. 

ამ დროისათვის ეკვადორი ვიკილიქსის დამაარსებელს ჟულიან ასანჟს აძლევს თავშესაფარს ბრიტანეთის საელჩოში. 

 

კომენტარები