გუნავას საქმე

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუნავას საქმეზე ბრიფინგი გამართა

Reuters

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თენგიზ გუნავას დაკავებასთან დაკავშირებით  განცხადებას გააკეთა.პრესასთან საგანგებო ბრიფინგზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა ისაუბრა.

„იმ ეგრეთწოდებული  ვითომდა სამართლიანობის აღდგენის კამპანიის ფონზე, რომელიც თითქოს მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, მინდა ძალიან დიდი შეშფოთება გამოვხატო   სამეგრელო - ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ბატონი თენგიზ გუნავას დღევანდელი დაპატიმრების გამო.

საზოგადოებისთვის ცნობილია რომ ახალი ხელიფულება დევნის ბატონ გუნავას, მას ჩაუდეს იარაღი, ნარკოტიკები, ახორციელებდნენ სხვადასხვა სახის მათ შორის, სასამართლო ზეწოლას. თუმცა დღემდე მას ვერაფერი დაუმტკიცეს. მინდა გაცნობოთ ყველას, რომ მე  სწორედ გუშინ ვესაუბრე თენგოს,  ასევე მის  ადვოკატს, გამოვიკითხე საქმის დეტალები და ვარ სრულიად დარწმუნებული  რომ სასამართლოს არ ქონდა გუნავას დაპატიმრების უმცირესი საფუძველიც კი. ერთ ეპიზოდში, მე გაცნობთ იმ დეტალებს, რომელიც ჩემთვის არის ცნობილი, სადაც საუბარია საწვავის ხარჯვის შესახებ, მის წინააღმდეგ არგუმენტი საერთოდ არ არსებობს და ამაში შეუძლია დარწმუნდეს ყველას ვინც გაეცნობა საქმის დეტალებს. არის იქ მეორე ეპიზოდი, სადაც ედავებიან თანხის მითვისებას,  სადაც რეალურად არის საუბარი უმნიშველო ადმინისტრაციულ  გადაცდომაზე  ანუ კერძოდ იმაზე რომ მან რაღაც ეპიზოდში პატაკის დაწერა  დააგვიანა.

სამწუხაროდ არც სასამართლო არც გამოძიებას  თავის დროზე არ დაინტერესდა იმითი თუ სინამდვილეში რას შეიძლება ნიშნავდეს ეს პატაკის არ დაწერა, ესაა ადმინისტრაციული დარღვევა, თანაც იქ ლაპარაკია დაგვიანებაზე და იმის დამტკიცება, რომ ის არასდროს  აპირებდა  ამ პატაკის დაწერას  პრაქტიკულად შეუძლებელია თუ მართლას მიითვისა ეს ფული. გამოძიებას თავისუფლად შეეძლო ეს დეტალები დაედგინა,  დაედგინა რეალური გარემოებები ამ საქმის ირგვლივ და მხოლოდ ძალიან სუსტ ფორმალურ არგუმენტებს არ დაყრდნობოდა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ბატონმა თენგიზმა 4-ჯერ მოითხოვა ეს, რაც მისი დაკითხვის სხვადასხვა ოქმბეში არის დაფიქსირებული.

გვინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ბატონი თენგიზის საქმიანობა მოიცავდა ძალიან რთულ სფეროებს, ისეთ სფეროებს როცა მას არ შეეძლო ყველა დეტალი გაენდო ნებისმიერი გამომძიებლისთვის.ის ითხოვდა კომპეტენტური პირის მიერ დაკითხვას, ანუ იმ გამომძიებლის მიერ დაკითხვას, რომელსაც დაშვება ქონდა საიდუმლო ინფორმაციაზე, რაც გამოძიებამ ასევე არ გაითვალისწინა. ამის მიუხედავად, გამოძიებამ როგორც მოგახსენებთ, რეალურ გარემოებებს აურა გვერდი, მეორესმხრივ კი სასამართლომ არ დაავალდებულა გამოძიება, რომ შესაბამისი საგამოძიებო ქმედებები განეხორციელებინა.

მინდა ასევე გაცნობოთ რომ ბატონი თენგიზ გუნავა,  სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის, ბრძოლისა და მამაცობისათვის არის 4 ჯერ დაჯილოებული“ - განაცხადა ანდრო ბარნოვმა საგანგებო ბრიფინგზე.

მან ასევე ისაუბრა თენგიზ გუნავას  მიღწევებზე და  გუნავას დაპატიმრებას საქართველოს ისტორიაში სამარცვინო ეპიზოდი უწოდა. „ძალიან მძიმეა იმის გააზრება, რომ  თენგიზ გუნავა და ასევე ჩვენი ძალიან ბევრი გმირი მებრძოლი დღეს სასამართლოს წინაშე იმართლებს თავს და ამ დროს ახალი მთავრობა ლამის გმირად აცხადებს ვინმე ბედუკაძეს, წყვეტს მის წინააღმდეგ გამოძიებას და მის სრულ რეაბილიტაციას ცდილობს, ეს ნამდვილად არის სამარცხვინო“ - განაცხადა ადმინისტრაციის ხელმზღვანელმა.

კომენტარები