დედაქალაქის თვითმმართველობა

თბილისის საკრებულოს 13 კომისიის თავმჯდომარე გადაყენებულია

timer.ge

თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 13 მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე გადააყენეს. გადაყენებულია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მამუკა ახვლედიანიც. ნაციონალური მოძრაობის წევრები სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდნენ. მამუკა ახვლედიანის განცხადებით, სხდომა არალეგიტიმურია და უმცირესობა არ აპირებს მასში მონაწილეობის მიღებას. 26 ივლისს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილის გადაყენების საკითხსაც დააყენებენ.

თანამდებობიდან გადაყენებულია საკრებულოს ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბაჩილავა, თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე თეიმურაზ გრიგალაშვილი, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაჩანიძე, საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისის თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილი, საკრებულოს საქალაქო მეურნეობის კომისის თავმჯდომარე ხვიჩა სანაია, საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე იოსებ ეგუტია, სახეებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლაშა იმედაშვილი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ ნაცვლიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე გურამ კინწურაშვილი, ადამიანის უფლებათა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე კახა გურული, თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით ჯინჭარაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გელა ომანიძე, ურბანულ და ძველი თბილისის რეაბილიტაციის კომისიის თავმჯდომარე დავით წერეთელი.

დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ახალი კანდიდატურების წარდგენა და დამტკიცება დღის წესრიგში არ დგას.

 

კომენტარები