ბომბის შესახებ შეტყობინება

ასაფეთქებელი მოწყობილობა არც ერთ სკოლაში არ აღმოჩნდა

RFE/RL

თბილისის 21-ე, 24-ე და 53-ე საჯარო სკოლებში ასაფეთქებელი ინფორმაცია არ აღმოჩნდა. როგორც ტაბულას შსს-დან აცნობეს, გამნაღმველებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. ცრუ შეტყობინების ავტორის დასადგენად სამართალდამცავები მუშაობენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ევაკუაცია თბილისის ერთდროულად სამ სკოლაში გამოცხადდა. 

ბოლო პერიოდში გახშირდა ანონიმური ზარები, რომელთა ავტორებიც სხვადასხვა შენობაში ბომბის არსებობას იტყობინებიან. ამის გამო, პარლამენტი ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაზე პასუხისმგებლობას ამკაცრებს. კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.

კომენტარები