საკონსტიტუციო ცვლილება

კვორუმის შემცირებასთან დაკავშირებული ინიციატივის განხილვა დროებით შეჩერდა

parliament.ge

საკონსტიტუციო კვორუმის შემცირებასთან დაკავშირებული ინიციატივა პარლამენტის დღის წესრიგიდან დროებით მოიხსნა. უმრავლესობის დეპუტატის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო საკითხთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას და მის რეკომენდაციებს დაელოდება. ვენეციის კომისიის დასკვნა, სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში გახდება ცნობილი.

პარლამენტში ინიცირებულია კვორუმთან დაკავშირებული ცვლილებები, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ასამოქმედებელი 3/4-იანი კვორუმის 2/3-მდე დაწევას ითვალისწინებს. ცვლილებებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე იმსჯელა. მმართველი გუნდი საკითხის პირველი მოსმენით სესიაზე გატანას მიმდინარე კვირას აპირებდა. 

კომენტარები