მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა გაეროში

ზაქარეიშვილი: სჯობდა, სააკაშვილი რუსეთთან მიმართებაში კორექტული ყოფილიყო

პაატა ზაქარეიშვილი
people.ge

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს პრეზიდენტის გაეროში გამოსვლას ნორმალურს უწოდებს. ზაქარეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სწორად მოიქცა, რომ შიდა პრობლემები გარეთ არ გაიტანა და სამიზნედ რუსეთი აირჩია. თუმცა, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან მიმართებით უფრო კორექტული უნდა ყოფილიყო.

"მას ხშირად სჩვევია უცხოეთიდან საკუთარი სამშობლოს თათხვა, მაგრამ ამჯერად რუსეთი აიღო სამიზნედ და ეს მიმართულება ნორმალურია. მის მიერ შერჩეულ ლექსიკას არ ჰქონდა ისეთი ეფექტი, როგორიც უნდა ჰქონოდა, რადგან მაშინ როდესაც რუსეთის მიმართ სირიის საკითხის გამო ისედაც კრიტიკული დამოკიდებულება არსებობს, მისმა ლანძღვამ უცხოელებში დაბნეულობა გამოიწვია, პრეზიდენტის განცხადებებმა კი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გამართლებული შეიძლება ყოფილიყო, კონტექსტიდან ამოვარდნილის შთაბეჭდილება დატოვა და არასწორი ფორმის გამო ეფექტიც დაიკარგა. სჯობდა, სააკაშვილი რუსეთთან მიმართებაში კორექტული ყოფილიყო, ვიდრე - ემოციური", - თქვა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები