სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას დავით უსუფაშვილი უხელმძღვანელებს

დავით უსუფაშვილი
netgazeti.ge

პარლამენტი დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას მიიღებს და ამასთან დაკავშირებით დადგენილებას დაამტკიცებს. ინტერპრესნიუსის ცნობით, კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უხელმძღვანელებს.

კომისიის შექმნის მიზანს და ამოცანას კონსტიტუციის ფუნდამენტური გადახედვა და ძირეული ცვლილებები წარმოადგენს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირინა იმერლიშვილის თქმით, პარლამენტის დადგენილებაში სახელმწიფო საკონსტიტუციოს კომისიის კონკრეტული წევრების ვინაობა მითითებული არ იქნება. მასში განსაზღვრული იქნება, ვის რამდენი წარმომადგენელი ეყოლება, როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური პოლიტიკური პარტიებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სამეცნიერო წრეებიდან. 

კომისიის შექმნის საკითხის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გატანამდე, კომიტეტი და პარლამენტის ბიურო იმსჯელებენ. 

კომენტარები