სუბარის განცხადება

სუბარი: ციხეებში უფრო მეტ გამჭვირვალობაზე დიალოგისთვის მზად ვარ

სოზარ სუბარი

ციხეებში საზოგადოებრივი მონიტორინგი არსებობს და თუ უფრო მეტ გამჭვირვალობაზეა საუბარი, დიალოგისთვის მზად ვარ - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

"თუ ვინმე არ ენდობა უჩა ნანუაშვილს, მიაჩნია, რომ ის საბჭო, რომელიც სახალხო დამცველთან არსებობს, არაეფექტურად მუშაობს და უფრო მეტ გამჭვირვალობაზეა საუბარი, დიალოგისთვის მზად ვარ. თუმცა, ამას სჭირდება დასაბუთება. ციხე იმიტომ არის ციხე, რომ იქ რაღაც კედელი არსებობდეს.  თუკი დასაბუთება იქნება, რომ მეტი გამჭვირვალობაა საჭირო და საკმარისი არ არის ის, რომ პირდაპირ ეთერში ურეკავენ პრემიერს, კი ბატონო, ესეც შესაძლებელია, თუმცა  - დასაბუთებით", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციები ციხეებში საზოგადოებრივი, დამოუკიდებელი მონიტორინგის ჯგუფის შექმნის შესახებ ინიციატივით გამოვიდნენ.

 

კომენტარები