ივანიშვილი ალასანიაზე

ივანიშვილი: ალასანია კარგი მინისტრია, მაგაზე კარგი მინისტრებიც გვყავს ჩვენ

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მოამბესთან ინტერვიუში, კითხვას - რატომ არ დასახელდა ირაკლი ალასანია საპრეზიდენტო კანდიდატად, როდესაც ის რეიტინგებში ლიდერობდა, ივანიშვილი პასუხობს, რომ ”ალასანია კარგი მინისტრია, მაგაზე კარგი მინისტრებიც გვყავს ჩვენ”.

“მე ალასანიას დაჩრდილვა და დაჩაგვრა კი არ მინდა. ეს ყველაფერი ხელოვნურად გორდება, უნდათ, ისევ დაპირისპირება და შუღლი გამოიწვიონ, მაგრამ ამას ვერ მოახერხებენ. მარგველაშვილი არის ის, როგორც ვახასიათებ, ამით ალასანიას ჩრდილი არ ადგება. ალასანია აკეთებს თავის საქმეს, ისე, როგორც შეუძლია”,- თქვა ივანიშვილმა.

 

კომენტარები