მძღოლების დაჯარიმება

ლაგოდეხის საბაჟოზე მძღოლები არალეგალური საწვავის შემოტანისთვის დააჯარიმეს

ლაგოდეხის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, აზერბაიჯანიდან გადმოსული მძღოლები არალეგალური საწვავის შემოტანისთვის დააჯარიმეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით,  საქმე ეხება იმ მძღოლებს, რომლებმაც საბაჟოზე 50 ლიტრზე მეტი საწვავი გადმოიტანეს. ისინი ფინანსთა სამინისტროს რეგულაციას აპროტესტებენ და მანქანების დაწვით იმუქრებიან. ერთერთი დაჯარიმებულის თქმით, მძღოლების უმრავლესობა ავტობუსებით მოძრაობს და 50 ლიტრი საწვავი არასაკმარისია. 

ფინანსთა მინისტრის ბრძანება - საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილების და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ, ძალაში 18 ოქტომბრიდან შევიდა. მისი მიზანია, კონტრაბანდის წახალისების თავიდან აცილება. შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, არალეგალური ბიზნესი ხელს უშლის ლეგალურ ბიზნესს. მისი თქმით, მძღოლებს კონტრაბანდული საწვავი შემოჰქონდათ და სწორედ ამიტომ დააჯარიმეს.

კომენტარები