საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა

მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისთვის შემოწირულობას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მშენებლობის დროულად დასრულებაში დახმარებას ითხოვს. განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა, სააკაშვილი ორგანიზაციებსა და პარტნიორებს ფინანსური შემოწირულობით დახმარების თხოვნით მიმართავს. პრეზიდენტი უნივერსიტეტებსა და მოქალაქეებს მოუწოდებს, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას წიგნები გადასცენ.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ძვირფასო მეგობრებო!
თქვენთვის ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ საფუძველი ჩავუყარეთ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მშენებლობას და მისი დროულად დასრულება ძალზე მნიშვნელოვანია. ეს არის პროექტი, რომელიც ახალგაზრდათაობას საშუალებას მისცემს, შეიძინოს ცოდნა და მიიღოს უახლესი ინფორმაცია პოლიტიკური მეცნიერების, საჯარო მმართველობის, ისტორიის, სამართლის, არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით.მნიშვნელოვანია, რომ მსურველებს ამ ბიბლიოთეკით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ. ამიტომ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დროულად მოვიპოვოთ დაფინანსება და ხორცი შევასხათ ჩვენს წამოწყებას.
ალბათ იცით, რომ ბიბლიოთეკას უკვე აქვს რამდენიმე ათასი წიგნი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ამიტომ, ჩვენს თანამოქალაქეებს, უნივერსიტეტებს, ფონდებს, ბიზნესკომპანიებს მოვუწოდებ, შემოწირონ ბიბლიოთეკას წიგნები პოლიტიკური მეცნიერების, საჯარო მმართველობის, ისტორიის, სამართლის, არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით. 
ასევე, მინდა ვთხოვო ყველას, ორგანიზაციებსა თუ სხვა პარტნიორებს, ფინანსური შემოწირულობითაც დაგვეხმარონ ბიბლიოთეკის მშენებლობის დროულად დასრულებაში, რა თქმა უნდა, შეძლებისა და სურვილის შესაბამისად, მით უმეტეს, რომ ამ პროექტისადმი ინტერესი საზოგადოებამ უკვე გამოხატა.
წიგნები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: საქართველოს უნივერსიტეტი. საქართველო, თბილისი, 0171; 
მ. კოსტავას ქ. # 77ა; 
ტელ: +995 32 255 22 22
ფულადი შემოწირულობისთვის კი, გთხოვთ, გამოიყენოთ საბანკო ანგარიში: 
მიმღები ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“; ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება: ა(ა)იპ ფონდი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE37BG0000000359612900

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკვე გამოთქვა დახმარების სურვილი - ჩვენ ერთად გავაკეთებთ ჩვენი მომავლის პროექტს!" - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

 

კომენტარები