ბაჩო ახალაიას საქმე

ონიანი: ჩვენება, რის გამოც ახალაიას ბრალი წაუყენეს, ზეწოლის ქვეშაა მიცემული

primetimenews.ge

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატი გიორგი ონიანი პროკურატურას პასუხობს. გუშინ პროკურატურამ ახალაიას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო ახალი ბრალი წაუყენა. ონიანის მტკიცებით, ახალაიას მამა ნიკოლოზის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. აღნიშნული ჩვენება კი, მას ზეწოლის ქვეშ მიაცემინეს.

”დისკები თქვენ კიდევ ერთხელ გადმოგეცემათ, სადაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მამა ნიკოლოზი პროკურატურაში მისვლის შემდგომ უკვე მოსული არის ჩვენთან ოფისში მამამისთან ერთად, მის მეგობართან ერთად და აცხადებს, რომ პროკურატურამ თვითონ დაწერა და მხოლოდ და მხოლოდ ხელი მოაწერინეს მას ჩვენებაზე. სწორედ ამ ჩვენების საფუძველზეა ბაჩო ახალაიასთვის ბრალი წარდგენილი და მე მინდა საზოგადოების სამსჯელოდ დავტოვო, რამდენად არის ეს სამართლებრივი პროცესი,  თუ ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ კალენდარს, ანუ არჩევნებს უკავშირდება.”, - თქვა ონიანმა.

კომენტარები