საქართველოს რესპუბლიკური პარტია

რესპუბლიკურ პარტიაში უსუფაშვილის შემცვლელის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი

ამ წუთებში, თბილისში, ექსპო ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში რესპუბლიკური პარტიის მე-15 ყრილობა მიმდინარეობს, სადაც რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დავით უსუფაშვილის შემცვლელი უნდა აირჩიონ

რესპუბლიკური პარტიის ცნობით, ყრილობაზე საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოსული ორი ათასზე მეტი დელეგატი ფარული, პირდაპირი არჩევნებით ეროვნული კომიტეტის 35 წევრს აირჩევს. არჩევნები ხმის ავტომატური დათვლის მანქანებით გაიმართება. ტექნოლოგიურად არჩევნებს დილაინ პროექტის (კანადა) წარმომადგენლობა უზრუნველყოფს.

რესპუბლიკური პარტიის ყრილობას ესწრებიან კოალიცია ქართული ოცნების წევრები, მათ შორის მინისტრები და პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია 1978 წლის 21 მაისს დაარსდა. ამჟამად რესპუბლიკური პარტია სახელისუფლებო კოალიცია ქართული ოცნების წევრია, პარლამენტში კი შექმნილია ფრაქცია ქართული ოცნება-რესპუბლიკელები.

კომენტარები