ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში

სუბარი: მთავრობა ივანიშვილის და ალასანიას გუნდებად არ იყოფა

სოზარ სუბარი
Georgian Times

მთავრობა ივანიშვილის და ალასანიას გუნდებად არ იყოფა - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა შესაძლო სამთავრობო ცვლილებების კომენტირებისას.

სუბარის განცხადებით, ის ფიქრობს, რომ მთავრობაში ადგილს შეინარჩუნებს, რაც შეეხება სხვა მინისტრებს, მინისტრთა კაბინეტში ძირეული ცვლილებები არ იგეგმება.  

"შესაძლოა, რომელიმე მინისტრმა თავად არ მოინდომოს გუნდში დარჩენა ან პრემიერმა და პარლამენტმა ვინმეს შეცვლა გადაწყვიტონ. ამ წუთისთვის კოალიცია ერთიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ივანიშვილის და ალასანიას გუნდებად დაყოფა არ ხდება. პიროვნულად, შესაძლოა, ვინმე შეიცვალოს, მაგრამ ეს არ არის პრობლემა", - განაცხადა სუბარმა.

კომენტარები