ღარიბაშვილის შეხვედრა უმცირესობასთან

გოკა გაბაშვილი: უმცირესობა მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს

geonews.ge

უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე ცივილიზებული საზოგადოებისთვის მისაღები ყველა ნორმა დაარღვია. ამის შესახებ, დეპუტატმა უმცირესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.  

"ბატონო ირაკლი, არ გეწყინოთ, ჩემი აზრით, არასწორი სტრატეგია და ტაქტიკა შეარჩიეთ აქ მოსვლის. ასე ნამდვილად არ უნდა იქცეოდეს პრემიერმინისტრობის კანდიდატი და არღვევდეს ყველა ნორმას, რომელიც ცივილიზებული საზოგადოებისთვის მისაღებია – უდანაშაულობის პრეზუმპციით დაწყებული, ზრდილობით დამთავრებული. მაგრამ მიუხედად იმისა, თქვენ აქ როგორ მოიქცეოდით, თქვენ ჩვენთვის ხართ ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი პერიოდის მთავრობა, რომელიც უცვლელად არის პარლამენტში წარმოდგენილი. თქვენ ხართ მთავრობა, რომელმაც მრავალი ასეული მილიონით გაარღვია საქართველოს ბიუჯეტი და ფაქტობრივად შეაჩერა ეკონომიკა. აქედან გამომდინარე, უმცირესობა მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს" - მიმართა გაბაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს.

 

კომენტარები